მომავლის კომპიუტერებს მონიტორი არ ექნებათ!
მრავალი ჰოპოთეზა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მომავალში კომპიუტერული ინდუსტრია. ცალკეული ექსპერტები თვლიან, რომ პლანშეტური კომპიუტერების სექტორის განვითარება, მათი მომავალი სრულყოფა ნოუთბუქებს სრულიად განდევნის. ხოლო კლასიკური გასაშლელი ფორმა არააქტუალური გახდება. სიმართლე რომ ვთქვათ, მომავალში კომპიუტერებს ყველა არასაჭირო ელემენტს ჩამოაშორებენ, და ოდესმე ზღვრული მინიმალიზმის ეპოქა დადგება.
ამ იდეას ანვითარებს თავის კონცეპტში დიზაინერი იაკუბ ზაჰორი (Jakub Zahor), იგი ვარაუდობს, რომ მომავლის სამაგიდო კომპიუტერი კომპიუტერის თაგვის ზომის სისტემური ბლოკის ზომამდე შემცირდება. ამ კომპაქტურ კორპუსში განთავსდება ყველაფერი, რაც გამოთვლითი მანქანისთვისაა საჭირო: პროცესორი, ოპერატიული და მუდმივი მეხსიერება, კვების ბლოკი, აგრეთვე ინტერაქტიული ჰოლოგრაფიული პროექტორი, რომელიც ვირტუალურ მონიტორს ნებისმიერ სარკისებურ ზედაპირზე, მაგალითად, ჟურნალების მაგიდაზე, ქმნის. კომპიუტერის გაბარიტები სულ ოდნავ მეტია ადამიანის ხელის გულზე.
ასეთი მანქანის მწარმოებლობა რა თქმა უნდა, საკმაოდ მოკრძალებული იქნება ფუტურისტული სისტემისთვისაც კი, თუმცა ამ სისტემის მოხერხებულობას ვერაფერი შეედრება. მას ავტონომიური მუშაობის არახანგრძლიობასაც აპატიებ, რადგან მსგავსი სათამაშო აკუმულატორების რესურსს ხარბად შთანთქავს.
No comments:
Post a Comment